მთავარი
პროექტებიმიმდინარეგანსახლების სამოქმედო გეგმის შემუშავება
განსახლების სამოქმედო გეგმის შემუშავება

თბილისის რკინიგზის შემოვლითი ხაზის პროექტი
ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის სოციალური შეფასება და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება

დამკვეთი: შპს "ჰორიზონტი"
წელი: 2009–2010

Resettlementრკინიგზის შემოვლითი ხაზის პროექტი საქრთველოს რკინიგზის სახელმწიფო კომპანიის 'საქართველოს რკინიგზის" ინიციატივითა და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (EBRD) ხორციელდება.

პროექტით ითვალისწინებს დიდუბე - ცენტრალური სადგური - ნავთლუღის სადგურის რკინიგზის მონაკვეთის ქალაქის ჩრდილოეთით გადატანას. საპროექტო შემოვლითი რკინიგზის ხაზის ნაწილი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, რამაც განსახლების აუცილელობა წარმოშვა. ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობის სოციალური შეფასება და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება კომპანია "გეოგრაფიკმა" განახორციელა.

პროექტის პირველ ეტაპზე დადგინდა ბუფერულ ზონაში შემავალი ნაკვეთები/უძრავი ქონება, ჩატარდა საკადასტრო აზომვები თითეულ ნაკვეთზე, დადგინდა მესაკუთრეები, შეიქმნა ნაკვეთებისა და შენობების ციფრული ვექტორული ნახაზები.

მოსახლეობასთან კონსულტაციების პარალელურად მიმდინარეობდა ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოსახლეობისა და მათი ქონების აღწერა: დადგინდა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა,  საკუთრების ფორმა, ინფორმაცია ნაკვეთზე არსებული ნარგავ-ნათესებისა და წარმოების შესახებ. დეტალურად იქნა აღწერილი შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, გამოყენებული საშენი მასალა, ინტერიერი. არსებული ინფორმაცია ინტეგრირდა სპეციალურ მონაცემთა ბაზაში.

შეგროვებული მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის, ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მოსახლეობასთან და სხვადასხვა ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად შეიქმნა განსახლების სამოქმედო გეგმა.