მთავარი
პროექტებიმიმდინარე„ჰორიზონტი 2020“ პროექტი „კავშირი ბუნებასთან“ დაიწყო
„ჰორიზონტი 2020“ პროექტი „კავშირი ბუნებასთან“ დაიწყო

 

ევროკავშირის მხარდაჭერილი €12m ინიციატივის მიზანია მეტი ბუნება ქალაქებში

დუბლინი - 2017 წლის 8 ივნისი: 37 ორგანიზაცია 19 ქვეყნიდან შეიკრიბა დუბლინში, რათა აღენიშნათ ევროკავშირის მიერ 12 მილიონ ევროდ დაფინანსებული პროექტის დაწყება, სახელწოდებით „კავშირი ბუნებასთან“ (CONNECTING Nature), რომლის განხორციელებას დუბლინის ტრინიტი კოლეჯი (Trinity College Dublin) კოორდინირებს და რომელიც მიზნად ისახავს წარმოადგინოს ევროპა, როგორც გლობალური ლიდერი ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების ახლებურად გააზრების კუთხით, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიდგომები უფრო ეფექტურად გამოყენებული ჩვენს ქალაქებში. აღნიშნული თემა მზარდ აღიარებას პოულობს ევროკავშირის მასშტაბით, სადაც უკვე ხორციელდება ფართო ინვესტიციები გონივრულ, ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებულსაინჟინრო“ გადაწყვეტილებებში, რომელთა მიზანია ბუნების და ბუნებრივი პროცესების გაძლიერება ჩვენს ქალაქებში, ხმელეთისა თუ წყლის ურბანულ ლანდშაფტებში. ამგვარი ინოვაციური მიდგომები ქმნის შესაძლებლობას გაუმჯობესდეს გარემო პირობები ურბანულ დასახლებებში. ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მსგავს მიდგომებს გააჩნიათ მაღალი პოტენციალი შექმნან მდგრადი სამუშაო ადგილები ურბანულ დასახლებებში, იმავდროულად კი გაუმჯობესდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის დონე.

მერებმა, ქალაქების არჩეულმა თანამდებობის პირებმა, მეცნიერებმა და მეწარმეებმა ევროპიდან და სამეზობლო ქვეყნებიდან მოისმინესევროპის საინვესტიციო ბანკის“, „გაერთიანებული სამეფოს სოციალური დაფინანსების“ დაევროპის ფილანტროპ მეწარმეთა ასოციაციის“ წარმომადგენლების გამოსვლები, სადაც მომხსენებლებმა მიმოიხილეს ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომებით საქალაქო მეურნეობების მოწყობის ფართო მასშტაბით დაფინანსების არსებული შესაძლებლობები. აღნიშნული მიმართულების საინვესტიციო და საბაზრო პოტენციალი მნიშვნელოვანია. ამჟამად ევროპის მოსახლეობის 70% პროცენტზე მეტი ქალაქებში ცხოვრობს და ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ საუკუნის შუა პერიოდისთვის 80% პროცენტამდე გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ 2050 წლისთვის დამატებით გვეყოლება 36 მილიონი ურბანული მოქალაქე, რომელთაც დასჭირდებათ საცხოვრისი, დასაქმება და სოციალური მომსახურება. ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომებს შეუძლიათ ისეთი ურბანული გამოწვევების დარეგულირება, როგორებიცაა არამდგრადი ურბანიზაცია და მასთან დაკავშირებული ზემოქმედებები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ბუნებრივი კაპიტალის დეგრადაცია და კარგვა, სათანადო ეკოსისტემური სერვისების დაკნინება (სუფთა ჰაერი, წყალი, ნიადაგი), კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფებთან დაკავშირებული რისკების მნიშვნელოვანი ზრდა.

 „კავშირი ბუნებასთან“ პროექტის ფარგლებში პარტნიორები 13 ქალაქიდან განავითარებენ ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომების (Nature-Based Solutions) ინოვაციურ იდეებს მცირე, საშუალო და დიდი ზომის ქალაქებში იმ მიზნით, რომ წარმატებით იქნას გავრცელებული და მორგებული ეს მოდგომები ევროპისა და მსოფლიოს ქალაქებზე. მაგალითად: ქალაქ გენკის მერი, ბელგიის სამეფო (მოსახლეობა ~65,000), იძიებს გზებს, თუ როგორ ტრანსფორმირდეს ქვანახშირის მოპოვების სამრეწველო ცენტრი მდგრადი ენერგიის ქალაქად. იმავდროულად, ქალაქ პოზნანში, პოლონეთის რესპუბლიკა (მოსახლეობა ~500.000), ქალაქის მესვეურები უზიარებენ მოქალაქეებს ბუნებაზე დაფუძნებულ სხვადასხვა პროექტებს, კონკრეტული უბნებისა და მთლიანად ქალაქის მასშტაბით, მათი შემდგომი განხორციელების მიზნით, ასევე ღებულობენ კონკრეტულ შემოთავაზებებს, გადაწყვეტილების მიღებით მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე. ამ პროექტებისთვის 2016 წელს „მოქალაქეთა ბიუჯეტი“ 3.3 მილიონ ევროს შეადგენდა. ხოლო ქალაქ გლაზგოში, შოტლანდია (მოსახლეობა ~600.000) ქალაქის საბჭო მიზნად ისახავს უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც მოქალაქეებს მათი საცხოვრებელი ადგილებიდან საშუალოდ 400 მეტრის მანძილზე ექნებათ მისაწვდომობა სარეკრეაციო არეალებზე (მწვანე და ლურჯი სივრცეები). ამჟამად ქალაქის მოსახლეობის 60% ბინადრობს საშუალოდ 50 მეტრის მანძილზე მიტოვებული ურბანული ტერიტორიებიდან.

თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, სომხეთის დედაქალაქ ერევანთან ერთად, ჩართულნი არიან პროექტში „კავშირი ბუნებასთან“ ევროპული „გამოცდილების გავრცელების“ ქალაქების სტატუსით (Multiplier Cities). საქართველოში პროექტის პარტნიორია „გის და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრი „გეოგრაფიკი“ (www.geographic.ge).

პროექტი „კავშირი ბუნებასთან“ ფინანსდება ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციური პროგრამის "ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში. „ინოვაციური ქმედების“ ხუთწლიანი პროექტის განხორციელება 2017 წლის 1 ივნისს დაიწყო.

 

მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ:

პროექტის ვებგვერდი: www.connectingnature.eu

@CONNECTINGNBS https://twitter.com/CONNECTINGNBS

პროექტის ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/ConnectingNBS/?fref=ts

ელექტრონული ფოსტა საქართველოში: connectingnature@geographic.ge


 

http://geographic.ge/projects.php?lang=ge&cat=4&pro=1

 

„ჰორიზონტი 2020 პროექტის „კავშირი ბუნებასთან“ საწყისი შეხვედრა