მთავარი
პროექტებიმიმდინარეEnviroGRIDS პროექტი დაწყებულია
EnviroGRIDS პროექტი დაწყებულია

Universite de Geneve
enviroGRIDS
UNEP GRID Europe

შავი ზღვის წყალშემკრები აუზის დაკვირვების და შეფასების სისტემის შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად

ენვიროგრიდს @ შავი ზღვის წყალშემკრები აუზი

კოორდინატორი: დოქტ. ენტონი ლემანი 

მენეჯერი: დოქტორი ნიკოლას რეი

ხანგრძლიობა 4 წელი: აპრილი 2009 – მარტი 2013
დაფინანსებული ევროკომისიის მიერ FP7 

პროექტის საფუძველი


საერთაშორისო დონეზე, შავი ზღვის წყალშემკრები აუზი ცნობილია ეკოლოგიურად არამდგრადი განვითარებითა და რესურსების არაადეკვატური მართვით, რამაც გამოიწვია სერიოზული გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. სწორედ აღნიშნულ საკითხებსა და პრობლემებს ეხება პროექტი “ენვიროგრიდს @ შავი ზღვის წყალშემკრები აუზი”, რომელიც გვთავაზობს სხვადასხვა ინოვაციური ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას, რაც ძირეულად შეცვლის იმ წარმოდგენებს, რომლებიც გამოიყენება ჩვენი პლანეტის შესწავლისას. დედამიწის სადამკვირვებლო სისტემათა სისტემა (GEOSS) ჩვენი პლანეტის შესახებ მონაცემების გამოყენებით ქმნის ისეთ ხედვას, რომელიც სხვადასხვა მოდელებისა და სცენარების გამოყენებით საშუალებას მოგვცემს შევისწავლოთ პლანეტის წარსული, აწმყო და მომავალი. ენვიროგრიდს-ის მიზანია მეცნიერთა შესაძლებლობების გაძლიერებით შემუშავდეს ამგვარი სისტემა შავი ზღვის წყალშემკრები აუზისათვის; გადაწყვეტილების მიმღები პირების შესაძლებლობების გაზრდა, რათა გამოიყენონ აღნიშნული სისტემები გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში; ასევე, ფართო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდა, რათა უკეთესად იყოს გაცნობიერებული საზოგადოების მიერ მის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი სპექტრი გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური საკითხებისა.


პროექტის ხედვა / მიზნები

ენვიროგრიდს-ის მიზანია, შესაძლებლობების გაზრდის გზით შავი ზღვის რეგიონში, ახალი საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, გადაცემის, ანალიზის, ვიზუალიზაციისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების საკითხებთან დაკავშირებით, ამ რეგიონის წარსული, აწმყო და მომავალი მდგომარეობების ასასახად, რათა შეფასდეს რეგიონის მდგრადობა და მოწყვლადობა. ამ მიზნის მისაღწევად, ენვიროგრიდს-ი შექმნის გრიდ-ის სისტემებზე დაფუძნებულ სივრცულ მონაცემთა ინფრასტრუქტურას (GSDI), რომელიც გახდება დედამიწის სადამკვირვებლო სისტემათა სისტემის (GEOSS) ინტეგრალური ნაწილი, თავსებადი ევროგაერთიანების სივრცული მონაცემთა ინფრასტრუქტურის ახალ დირექტივასთან (INSPIRE) და შეჯერებული გაეროს შესაბამის (UNSDI) ინიციატივებთან.

პროექტის “ენვიროგრიდს @ შავი ზღვის წყალშემკრები აუზი” სამეცნიერო მიზანია დაიწყოს სადამკვირვებლო სისტემის შექმნა, რომელიც მიმართული იქნება GEOSS რამდენიმე სოციალური სარგებლის სფეროსადმი, კლიმატის ცვლილების კვლევის ჩარჩოებში. სადამკვირვებლო სისტემა აგრეთვე მოიცავს ურთიერთსარგებლობის ინფორმაციულ სისტემასაც, რომელიც იმოქმედებს სამეცნიერო/ტექნიკურ პარტნიორებს, დაინტერესებულ მხარეებისა და ფართო საზოგადოებას შორის გამავალ ზღვარზე. აღნიშნული სისტემა ასევე მოიცავს წინასწარი შეტყობინების სისტემასაც, რომელსაც შეეძლება წინასწარ აცნობოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ფართო საზოგადოებას ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის საფრთხის, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების ხელშეუხებლობის და მთლიანობის დარღვევის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა თუ ენერგიის მიწოდების მდგომარეობის შესახებ, გამოწვეული კლიმატის, დემოგრაფიული და მიწის დაფარულობის ცვლილებებით, შეფასებული შემდგომი 50 წლის პერიოდისათვის.

ძირითადი შედეგები


არსებული რეგიონალური სადამკვირვებლო სისტემის ნაკლოვანებათა ანალიზის საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები რეგიონსა თუ ქვეყნებში მონაცემთა შეგროვების ქსელის გასაუმჯობესებლად, სადამკვირვებლო სისტემაში აქტიურ პარტნიორთა ძალისხმევის კოორდინაციით რეგიონალური ქსელის გაუმჯობესება, შეიქმნება სივრცული მონაცემთა ინფრასტრუქურა მონაცემთა შეგროვების, შენახვის, მართვის უზრუნველსაყოფად და ძირითადი გარემოსდაცვითი მონაცემების გასავრცელებლად, სენსორული და თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების რეალურ დროში ხელმისაწვდომობა, მიწის დაფარულობის, კლიმატის და დემოგრაფიის მნიშვნელოვანი ცვლილებების სივრცულად დამუშავებული სცენარები, გრიდ-ის სისტემებზე დაფუძნებული სივრცული მონაცემთა ინფრასტრუქტურა დიდი მოცულობის გათვლებისა და მონაცემთათვის, სოციალური სარგებლის მდგრადობისა და მოწყვლადობის მაჩვენებელი ინდიკატორების გათვლების სისტემები, რეგიონალურ, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე წინასწარი გაფრთხილებისა და გადაწყვეტილების მხარდამჭერი ინსტრუმენტები, შესაძლებლობების განვითარება სივრცული მონაცემების ინფრასტრუქტურის (SDI) ახალი თანამედროვე სისტემების (INSPIRE, GEOSS, UNSDI,..) გამოყენების და დანერგვის მიმართულებით.

 

 

საკონტაქტო პირი: Anthony.Lehmann@unige.ch
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ინტერნეტ გვერდი: 
www.envirogrids.net