მთავარი
პროექტებიმიმდინარეტოპო-გეოდეზიური კვლევები
ტოპო-გეოდეზიური კვლევები

ციფრული ქართულენოვანი ტოპოგრაფიული რუკები

წელი: 2009
დამკვეთი: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

"გეოგრაფიკმა" პროექტი უზრუნველყო ციფრული ქართულენოვანი ტოპოგრაფიული რუკების უნიფიცირებული გეომონაცემთა ბაზის სტრუქტურითა და ერთიანი პირობითი აღნიშვნების სისტემით, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხარისხიანი ქართულენოვანი ტოპოგრაფიული რუკების შექმნას.
საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს ქართულენოვანი 1:10 000-იან მასშტაბის ციფრული ტოპოგრაფიული რუკები 1942 წლის კოორდინატთა სისტემაში და შესაბამისი გეომონაცემთა ბაზა.
საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის, სოფ. სამთაწყაროსა და მაჩხალროსოს მიმდებარე ტერიტორიის (საერთო ფართობი 780.7 კვ.კმ.) 1:10 000-იანი ციფრული ქართულენოვანი რუკების შექმნის პირველ ეტაპზე შემოწმდა ძველ რუკებზე ასახული რელიეფი საველე პირობებში და განახლდა სახელმწიფო გეოდეზიური ქსელის პუნქტები და სანიველირო ქსელის ნიშნები. ასევე, საველე პირობებში განხორციელდა ასაგეგმი ქსელის შექმნა და სტერეო-კოსმოსური სურათების გეგმურ-სიმაღლური მიბმა. ორთოფოტოგეგმა, ციფრულ-სასიმაღლო მოდელი (DEM) და რელიეფის ციფრული მოდელი (DEM) შეიქმნა 1942 წლის და UTM/WGS-84-ის საკოორდინატო სისტემაში.

  1: 10 000-იანი ქართულენოვანი ტოპოგრაფიული რუკის მიმდინარე ვარიანტი

საკადასტრო აზომვები ორთოფოტოს საფუძველზე

წელი: 2009
დამკვეთი: "სოკარ ჯორჯია"

საკადასტრო აზომვა ორთოფოტოს საფუძველზე 1:2000 მასშტაბში გაკეთდა. აზომილ იქნა როგორც თავად დამკვეთის საკუთრებაში არსებული, ასევე მუნიციპალიტეტისა და სხვა მესაკუთრეების საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენები. დადგინდა მათი პარამეტრები: სიგრძე, დიამეტრი, სიმაღლე/სიღრმე, წნევა, არმატურის განლაგება. არსებული ინფორმაცია ინტეგრირდა ერთიან გეომონაცემთა ბაზაში.
ასევე მომზადდა საკადასტრო ნახაზები საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე წარსადგენად.
საკვლევი ტერიტორია მოიცავდა შემდეგ რაიონებს: ჩოხატაური, ლანჩხუთი, ოზურგეთი, წყალტუბო, ახმეტა, ყვარელი, გარდაბანი, მცხეთა, აბაშა. აზომილი გაზსადენი მილების საერთო სიგრძემ 540 კმ შეადგინა.