მთავარი
პროექტებიარქივიტრანსპორტი და კომუნიკაცია
ტრანსპორტი და კომუნიკაცია

სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაცია

წელი: 2006
დამკვეთი: მერიის ტრანსპორტის სამსახური

დამუშავდა თბილისში არსებული სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, რაც ითვალისწინებდა ცენტრალური მაგისტრალების განტვირთვას და მოსახლეობის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის გაუმჯობესებას.
არსებული სიტუაციის დეტალური შესწავლის საფუძველზე შეგროვდა ამომწურავი ინფორმაცია გზების გამტარუნარიანობის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრების რაოდენობის შესახებ. ეს ინფორმაცია დამუშავდა ოპტიმიზაციის სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფაში და გამოვლინდა სატრანსპორტო ქსელის ოპტიმალური ვარიანტი.

--------------------------------------------------------  

საგზაო შემთხვევების ანალიზი

წელი: 2006
დამკვეთი: შპს "რომ ტრანსპორტეიშენ ენჯინიერინგ"


2006 წელს ქ. თბილისში მომხდარი ყველა საგზაო შემთხვევის შესახებ არსებული ინფორმაციის ერთიან გეომონაცემთა ბაზაში ინტეგრირების შედეგად შეიქმნა ციფრული რუკები სხვადასხვა ტიპის ანალიზის ჩატარების მიზნით. რუკებზე დაჯგუფებულია სხვადასხვა სახის ინფორმაცია საგზაო შემთხვევების ადგილისა და დროის მიხედვით, გამომწვევი მიზეზებსა და დაზარალებულებზე არსებული მონაცემების მიხედვით.

--------------------------------------------------------  

რადიოლოკატორის პირდაპირი ხედვის გამოთვლა

წელი: 2007
დამკვეთი: შპს "საქაერონავიგაცია"


რადიოლოკატორის პირდაპირი ხედვის გამოთვლა მოხდა 1:200 000-იანი მასშტაბის ციფრულ სასიმაღლო მოდელის გამოყენებით ქ. ფოთში აზომილი წერტილიდან სოხუმის, გუდაუთის და ბათუმის აეროპორტების საფრენი ზოლებისათვის როგორც მიწის ზედაპირიდან, ასევე ზღვის დონიდან.

--------------------------------------------------------  

საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროითი ზონების გამოთვლა

წელი: 2007
დამკვეთი: საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი


დროითი ზონები გამოთვლილია ქ. თბილისიდან საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიმართულებით 15 წთ-იანი ინტერვალებით, ხოლო ქ. თბილისის ცენტრალური ნაწილიდან, თავისუფლების მოედნიდან ქალაქის სხვადასხვა უბნების მიმართულებით 5 წთ-იანი ინტერვალით.