მთავარი
პროექტებიარქივიტურიზმი და რეკრეაცია
ტურიზმი და რეკრეაცია

დიდველის სპორტულ-სარეკრეაციო ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა

წელი: 2007
დამკვეთი: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო


დიდველის განაშენიანების რეგულირების გეგმა მოიცავს ტერიტორიის სივრცით-ტერიტორიული განვითარების პირობებს, მათ შორის: ფიზიკური, სივრცით-მოცულობითი, ტექნიკური, საინჟინრო უზრუნველყოფის, კეთილმოწყობის, სატრანსპორტო, სხვა გეგმარებით პარამეტრებს. პროექტის ფარგლებში გამოიყო მიწათსარგებლობის ზონები და განისაზღვრა მათი შესაბამისი პარამეტრები. საველე ტოპოგეოდეზიური და საკადასტრო კვლევების შედეგად შეიქმნა გეომონაცემთა ბაზები, რომელთა საფუძველზე დამუშავდა ფუნქციური და უფლებრივი ზონირების რუკები, განისაზღვრა გეგმარებითი პარამეტრები, დაგეგმარდა სატრანსპორტო და საინჟინრო კომუნიკაციების ქსელი, დადგინდა განაშენიანების სივრცით-მოცულობითი წყობა და შეიქმნა განაშენიანების რეგულირების წესები, რომლებიც ასახავს საპროექტო ტერიტორიის განვითარების პერსპექტივას, რაც გახდება სივრცით-ტერიტორიული ასპექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველი.

-------------------------------------------------------- 

შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსი

წელი: 2007
დამკვეთი: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის მიწათსარგებლობის გეგმის შექმნის მიზანს წარმოადგენდა ქალაქგეგმარებითი ორგანიზაციის, პერსპექტიული განვითარების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დადგენა.
მიწათსარგებლობის გეგმა განსაზღვრავს ტერიტორიის ქალაქმშენებლობითი ზონირების სახეობებს და ადგენს ამ ზონების საზღვრებს ფუნქციური დანიშნულების, ტერიტორიულ-სტრუქტურული მახასიათებლების, გეგმარებითი შეზღუდვების, ქალაქთმშენებლობითი ღირებულების მიხედვით. რუკაზე ნაჩვენებია ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირება - ცენტრალური ზონა, საშუალედო ზონა, პერიფერიული ზონა), გეგმარებითი კარკასი.


-------------------------------------------------------- 

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი - ტურისტული კომპლექსის გენერალური გეგმა

წელი: 2007
დამკვეთი: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი

ქ. ქუთაისის მახლობლად მდებარე სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიერქტია. აქ დაგეგმილია ნაკრძალის ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა, ნაკრძალის ტეროტორიის აღჭურვა მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემებით და ინფრასტრუქტურით, რასაც ითვალისწინებს ახალი ტურისტული კომპლექსის გენერალური გეგმა.
მთავარი ტურისტული მარშრუტი იწყება ნაკრძალის ძირითადი სანახაობიდან – დინოზავრების ნაკვალევიდან და მიემართება კომპლექსის კულტურულ ცენტრში, ლამაზი ხეივანით შედის “დინოზავრების პარკში”, სადაც განთავსდება გართობის და დასვენების ობიექტები. საზაფხუ
ლო ესტრადის სივრცეში მოეწყობა ფოლკლორული კონცერტები. ტურისტული ბილიკი მიემართება 330-მეტრიანი კარსტულ მღვიმეში, რომლის გამოსასვლელიდან იხსნება ხედები ქ. ქუთაისზე, გელათის მონასტერზე და იმერეთის სოფლებზე, აქვე მყუდრო ადგილი გამოყოფილია კვების და დასვენებისათვის.
გარდა ამისა, გენგეგმით გათვალისწინებულია ნაკრძალის მთელ ტერიტორიაზე რამდენიმე საქვეითო ბილიკის მოწყობა სხვა ღირსშესანიშნაობის სანახავად, ტერიტორიის დაცვა და კეთილმოწყობა, დანარჩენი 4 კარსტული მღვიმის შესწავლა და ტურისტულ მარშრუტებში მოქცევა.

-------------------------------------------------------- 

წყალტუბოს კარსტული მღვიმე - ტურისტული კომპლექსის გენერალური გეგმა

წელი: 2007
დამკვეთი: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი

წყალტუბოს კარსტული მღვიმე წარმოადგენს უნიკალურ ბუნებრივ მოვლენას და მას გააჩნია უდიდესი შემეცნებითი ღირებულება, როგორც სამეცნიერო სპელეოლოგიური, ასევე ტურისტული გამოყენების თვალსაზრისით. მღვიმის მთავარი ბილიკის სიგრძე 1 კმ-ს აღემატება და წარმოადგენს მრავალფეროვან სანახაობას: დარბაზები, კამარები, გალერეები, მიწისქვესა მდინარე, გაქვავებული ნაკადების, სტალაგმიტების და სტალაქტიტების უმდიდრესი ფორმები და სხვა არანაკლებ ეგზოტიკური ბუნებრივი მოვლენა. ტურისტული კომპლექსის გენერალური გეგმა გაკეთებული იყო ჯერ კიდევ 1986 წელს, მაგრამ განხორციელდა მხოლოდ ნაწილობრივ. ახალი გენერალური გეგმა, რომელიც შესრულებულია თანამედროვე გის-ტექნოლოგიების გამოყენებით, ითვალისწინებს ტურისტული კომპლექსის კეთილმოწყობას, ადმინისტრაციული შენობის და კვების ბლოკის აგებას, სატრანსპორტო და საინჟინრო კომუნიკაციების გაყვანას, ავტოსადგომის და საქვეითო ბილიკის მოწყობას. გენერალურ გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა ტურისტული კომპლექსის სივრცითი ორგანიზაციის ისეთი ფორმების შერჩევას, რომლებიც შექმნის მღვიმის აღქმისათვის  ყველაზე ხელსაყრელ პირობებს, ტურისტებისათვის მოხერხებულ მარშრუტს, ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიური ბალანსის და მდგრადობის უზრუნველყოფას.