მთავარი
პროექტებიდასრულებულიგარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები მართვა
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები მართვა

ტყის რესურსების რაციონალური გამოყენება და მართვა

წელი: 2007-2009
დამკვეთი: შპს "სპექტრუმ ენერჯი"; ვ.გულისაშვილის სახ. სატყეო ინსტიტუტი


ბაღდათის და ვანის სახელმწიფო ტყის ფონდში საექსპლუატაციო ფართობების განსაზღვრისა და ყოველწლიური ხე-ტყის კაფვის დარეგულირების მიზნით "გეოგრაფიკმა" გააანალიზა უახლესი ორთოფოტოები და ტყეთმოწყობის ძველი რუკები. საველე აღწერისა და კამერალური დამუშავების პირობებში განისაზღვრა საპროექტო ტერიტორიის ფუნქციური ზონირება და ყოვეწლიურად დასამზადებელი ხე-ტყის მარაგის საორიენტაციო რაოდენობა მწიფე და გადაბერებული ტყის კორომებში. ასევე, განისაზღვრა ტყის მოსაჭრელი
მარაგების სამომავლო რაოდენობა მომწიფარ ტყეებში, რომელთა ათვისება შესაძლებელი იქნება 20 წლის შემდეგ.

სატაქსაციო უბნების ორთოფოტოების კამერალური დეშიფრირებისა და საველე-საინვენტარიზაციო მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს წალენჯიხის და ჩხოროწყუს სატყეო უბნების ტყით სარგებლობის გეგმა, რაც მიზნად ისახავს ტყის ამ უბნების ეფექტური და მდგრადი ექსპლუატაციის უზრუნველყოფას.
ტყის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და მართვის მიზნით ჩატარებული სამუშაოები 2009 წელსაც გაგრძელდა ახმეტის (ილტოს), თელავის (ფშაველის) და თიანეთის (ბოჭორმის) სატყეო უბნებზე.

 

 სქემა რუკა ფერდობის დაქანებისა და ზღვის დონიდან სიმაღლეების მიხედვით, ბაღდათისა და ვანის ტყის ფონდი ფუნქციონალური დანიშნულების და გარემოსდაცვითი სავარაუდო ზონირების რუკა, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ტყის ფონდი