მთავარი
პროექტებიდასრულებულიმუნიციპალური მართვა
მუნიციპალური მართვა

ქ. რუსთავის მუნიციპალური გის-ი

წელი: 2008
დამკვეთი:რუსთავის მუნიციპალიტეტი

მრავალმომხმარებელზე ორიენტირებული გეოსაინფორმაციო სისტემა, რომელიც კომპანია "გეოგრაფიკში" შეიქმნა, მოიცავს ქ. რუსთავის გეომონაცემთა ბაზას, ESRI ArcGIS Desktop-ის საბაზისო პროგრამულ პაკეტს და მასზე დაშენებულ, კონკრეტულ მიზნებზე მორგებულ, სპეციალიზირებულ ქართულენოვან პროგრამულ უზრუნველყოფას.
ქ. რუსთავის არსებული გეომონაცემთა ბაზის კორექტირების, ალფანუმერული მახასიათებლებისა და ქაღალდზე არსებული გეომონაცემების დიგიტალიზაციის შედეგები ინტეგრირებულია ერთიან SQL Server-ის ბაზაში და აერთიანებს ატრიბუტულ და გრაფიკულ ინფორმაციას ქალაქის შენობა-ნაგებობების, ქუჩათა ქსელის და საინჟინრო კომუნიკაციების შესახებ.
პროგრამული უზრუნველყოფა შედგება რედაქტირების, ძიებისა და თემატური რუკების გენერირების მოდულებისაგან.

--------------------------------------------------------  

ქვემო ქართლის გეოსაინფორმაციო სისტემა

წელი: 2008
დამკვეთი: ქვემო ქართლის რწმუნებულის – გუბერნატორის ასოციაცია


ქვემო ქართლის მონაცემთა ბაზის შექმნის პროცესში "გეოგრაფიკის" მიერ შესწავლილ და სისტემატიზირებულ იქნა დამკვეთის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ქვემო ქართლში არსებული მოსახლეობის რაოდენობის, საარჩევნო უბნების, სასწავლო დაწესებულებების, გზებისა და საავადმყოფოების მდგომარეობის შესახებ.
დამუშავებული მონაცემები ინტეგრირდა წინასწარ ორგანიზებულ მონაცემთა ბაზაში გრაფიკულ ობიექტებთან ერთად. პროექტის საბოლოო პროდუქტს წარმოადგენდა ქვემო ქართლის 1:200 000-იანი მასშტაბის ერთიანი გეომონაცემთა ბაზა.

--------------------------------------------------------  

თვითმმართველობის ხელშეწყობა საქართველოში

წელი: 2009
დამკვეთი: გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება


მუდმივად განახლებადი გეოსაინფორმაციო სისტემის დანერგვა საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში (თერჯოლა, სიღნაღი, ხელვაჩაური) ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებების მიღების და ტერიტორიის ეფექტური მართვის პროცესის გაუმჯობესებას.
სივრცითი საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების ერთიანი კონცეფცია შეიქმნა თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობისა და რესურსების გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტებში სივრცითი ინფორმაციის ინვენტარიზაციისა და მოძიებული მონაცემების სისტემატიზაციის შემდეგ, მოხდა მონაცემების დიგიტალიზაცია, გეორეფერენსირება და ინტეგრირება ერთიან გეომონაცემთა ბაზაში.
"გეოგრაფიკმა" თითოეულ მუნიციპალიტეტს გადასცა საბაზისო პროგრამული უზრუნველყოფა და განახორციელა მუნიციპალიტეტის თანამშრომლების სპეციალური მომზადება მომავალში სისტემის სწორი ფუნქციონირების ხელშესაწყობად.

--------------------------------------------------------  

ქ. ფოთის წყალკანალის ქსელის მართვის გეოსაინფორმაციო სისტემა

წელი: 2008
დამკვეთი: შპს "ემერჯინგ მარკეტ გრუპი"


გის-ი მუნიციპალური ინფორმაციის მხარდაჭერისა და მართვის ოპტიმიზაციის საუკეთესო ინსტრუმენტია. "გეოგრაფიკში" შექმნილ მომხმარებელზე ორიენტირებულ გეოსაინფორმაციო სისტემებში ინტეგრირებულია გეოგრაფიულ ობიექტზე არსებული გრაფიკული და ატრიბუტული ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ინფორმაციის ძიებას, რედაქტირებასა და ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
ქ. ფოთის წყალკანალის ქსელის მართვის გეოსაინფორმაციო სისტემის შექმნის მიზნით მოხდა გეოგრაფიული ინფორმაციის მოძიება, შესწავლა და სისტემატიზაცია, მყარი (ქაღალდის) სახით არსებული ინფორმაციის ციფრულ ფორმატში გადაყვანა და გეორეფერენსირებული სქემების შექმნა.
დიგიტალიზირებული გეოგრაფიული და ატრიბუტული მონაცემების სიზუსტე და წყალკანალის ქსელის კორექტულობა საკადასტრო მონაცემებთან მიმართებაში შემოწმდა ადგილობრივი სპეციალისტების მიერ `გეოგრაფიკში~ შექმნილი რუკების გამოყენებით.
საბოლოოდ დაზუსტებული მონაცემები ინტეგრირებულ იქნა წინასწარ შექმნილი ერთიანი გეომონაცემთა ბაზის სტრუქტურაში. ფოთის წყალკანალის ქსელის გეომონაცემთა ბაზა აერთიანებს ინფორმაციას წყალსადენი მილების ტიპის, მასალის, დიამეტრის და ჭების ტიპების შესახებ.