მთავარი
სერვისისასწავლო კურსი - ArcGIS 3D Analyst
სასწავლო კურსი - ArcGIS 3D Analyst

ზოგადი მიმოხილვა

ArcGIS 3D Analyst-ი მომხმარებელს სთავაზობს სამგანზომილებიანი მოდელირებისა და ანალიზის ინსტრუმენტებს. შემოთავაზებული კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან, რას წარმოადგენს ზედაპირის მოდელი და როგორ ხდება რასტრული და ვექტორული ზედაპირების შექმნა.

 

მიზნები

• სამგანზომილებიანი მონაცემთა ტიპების სტრუქტურა, როგორიცაა TIN, რასტრი და სამგანზომილებიანი ობიექტები

• ArcCatalog-ის გამოყენება სამგანზომილებიანი მონაცემების დათვალიერებასა და მართვისათვის

• მონაცემების დათვალიერება და ნავიგაცია სამგანზომილებიან პერსპექტივაში – ArcCatalog, ArcMap, ArcScene და ArcGlobe-ის გამოყენებით

• სამგანზომილებიანი ანალიზის ტექნიკის ათვისება, როგორიცაა ზედაპირის მოცულობის განსაზღვრა, წერტილებს შორის მხედველობის არის განსაზღვრა და ა.შ.

• ზედაპირის სამგანზომილებიანი მოდელების და სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნა

 

უკან დაბრუნება