მთავარი
სერვისიGIS - პროექტის დანერგვა
GIS - პროექტის დანერგვა

გის - გეოსაინფორმაციო სისტემა – დიდი მოცულობის სივრცითი ინფორმაციის შეგროვების, კომპლექსური დამუშავების, ანალიზისა და მართვის ერთადერთი თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიაა.

გეოსაინფორმაციო სისტემა მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ინტერფეისში აერთიანებს გრაფიკულ ობიექტებს,  მათზე არსებულ ატრიბუტულ ინფორმაციასა და ანალიზის მძლავრ ინსტრუმენტებს, რაც საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ სივრცითი ურთიერთკავშირის ასპექტები და მოდელები და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ახალ დონეზე ავიყვანოთ.


"გეოგრაფიკი" გთავაზობთ გეოსაინფორმაციო სისტემების განვითარება-დანერგვის მომსახურების ყველა ეტაპს:

 კონკრეტულ ორგანიზაციაში (კორპორატიული გის) გეოსაინფორმაციო სისტემის დანერგვის კონცეფციის შემუშავება
 საჭირო ინფორმაციის განსაზღვრა, შეგროვება, სიზუსტის გადამოწმება
 ინფორმაციის ანალიზი და სისტემატიზირება
 გეომონაცემთა ინტეგრირება ბაზის სტრუქტურაში და ობიექტთა ვიზუალიზაცია
 მომხმარებელზე ორიენტირებული სტრუქტურის, მოდელისა და ადვილად სამართავი ინტერფეისის შექმნა
 სივრცითი ინფორმაციის გამოსახვა მაღალი ხარისხის რუკების, გრაფიკების, ცხრილების და მოდელების სახით.