მთავარი
პროგრამებიArcReader
ArcReader

ArcReader არის უფასო, მოხერხებული სამაგიდო კარტოგრაფიული პროგრამა, რომლის გამოყენებით შესაძლებელია რუკების დათვალიერება-შესწავლა და დაბეჭდვა. ArcReader-ის საშუალებით ყველას შეუძლია დაათვალიეროს უფრო მაღალი დონის ArcGIS Desktop-ით მომზადებული და ArcGIS Publisher გაფართოებით ექსპორტირებული მაღალი ხარისხის ინტერაქტიული რუკები.

 

ArcReader-ის გამოყენებით შესაძლებელია:


ArcGIS Desktop-ის მიერ გამოქვეყნებული რუკების დათვალიერება და დაბეჭდვა (.pmf გაფართოება)
გის მონაცემების მიწოდება როგორც პროფესიონალებისათვის, ასევე გის-ის ახალბედა მომხმარებლებისათვის
რუკაზე ნავიგაციის ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენება
საჭირო ინფორმაციის უფრო ეფექტურად მიწოდება რუკის გრაფიკული გაფორმების ინსტრუმენტების გამოყენებით
მომხმარებელზე ორიენტირებული აპლიკაციის შექმნა ArcReader-ის ფუნქციონალობით

 

 

უკან დაბრუნება