|
ArcGIS Explorer არის გის ინფორმაციის შესწავლის, ვიზუალიზაციისა და გაზიარების მარტივი საშუალება, რომლის ჩამოტვირთვაც უფასოდ შესაძლებელია ESRI-ს საიტიდან. ArcGIS Explorer - ის გამოყენებით მოსახერხებელია შექმნილი მონაცემების ფართო აუდიტიორიისათვის გაზიარება.
ArcGIS Explorer - ის გამოყენებით შესაძლებელია:
• ArcGIS Online - ის მზა რუკებისა და ფენების გამოყენება ახალი რუკების საფუძვლად • რუკების შედგენა არსებული მონაცემებისა და კარტოგრაფიული სერვისების მონაცემების შეზავებით • არსებულ რუკაზე ფოტოების, ანგარიშების, ვიდეოების და სხვა სახის ინფორმაციის დამატება • სივრცითი ანალიზის ჩატარება (მაგალითად, ხილვადობის გამოთვლა, მოდელირება, სიახლოვის გამოთვლა)
|
|