მთავარი
პროგრამებიArcGIS Engine
ArcGIS Engine

ArcGIS Engine არის გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის კომპონენტებისა და პროგრამული რესურსების ნაკრები, რომელიც ჩაშენებადია სხვადსხვა პროგრამებში და რომლის გამოყენებით შესაძლებელია არსებულ პროგრამული უზრუნველყოფა გაფართოვდეს დინამიური კარტოგრაფირებისა და გეოსაინფორმაციო სისტემის სრული შესაძლებლობებით ან შეიქმნას ახალი, დამოუკიდებელი კარტოგრაფიული ან სპეციფიური გის პროგრამა სპეციალურად კლიენტისათვის.

პროგრამისტები ArcGIS Engine-ს იყენებენ გის მონაცემების, რუკებისა და გეოპროცესინგის სკრიპტების ინტეგრირებისთვის სამაგიდო ან მობილურ გეოსაინფორმაციო სისტემებში COM, .NET, Java და C++ -ის application programming interfaces (APIs) გამოყენებით.

ArcGIS Engine- ის გამოყენებით შესაძლებელია:

მოკლე დროში შეიქმნას გის პროგრამული უზრუნველყოფა მზა დამხმარე პროგრამული კომპონენტების გამოყენებით
შეიქმნას გეოგრაფიულ მონაცემთა რედაქტირების და გრაფიკული ობიექტების, როგორიცაა წერტილი, ხაზი, წრე და პოლიგონების დახაზვის და რედაქტირების ინსტრუმენტები
შესრულდეს გეოგრაფიული მოქმედებები ობიექტებზე, როგორიცაა: ბუფერების შექმნა, სხვაობების გამოთვლა, გადაფარვების პოვნა, თანაკვეთების, გაერთიანებების ან სიმეტრიული სხვაობების პოვნა
ქსელური პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტა: ოპტიმალური მარშრუტების და უახლოესი ობიექტების შერჩევა რთული პარამეტრებით
ზედაპირების და სფერული მონაცემების სამ განზომილებიანი ეფექტური ვიზუალიზაცია და ანალიზი
პროგრამული კოდების გალერეების, პროგრამისტის დამხმარე სახელმძღვანელოების (SDKs), ბლოგების, ArcGIS Engine Resource Center-ის დახმარბებისა და რჩევების გამოყენებ


უკან დაბრუნება