მთავარი
პროგრამებიDesktop GIS (სამაგიდო გის-ი)
Desktop GIS (სამაგიდო გის-ი)

Desktop GIS (სამაგიდო გის-ი) ახორციელებს სივრცით ანალიზს, ოპერაციული პროცესების მოდელირებას და შედეგების ვიზუალიზაციას მაღალი ხარისხის რუკების სახით პროფესიონალურ დონეზე.

 

ArcInfo

ArcInfo წარმოადგენს ყვლაზე სრულყოფილ სამაგიდო გის პროგრამულ უზრუნველყოფას: ის მოიცავს ArcEditor-ისა da Arcview-ს სრულ ფუნქციონალობას, რასაც ემატება სივრცითი ანალიზის, დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებისა და კარტოგრაფიის სპეციფიური ინტრუმენტები. ArcInfo-ს შესაძლებლობებს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში  მონაცემების შექმნის, რედაქტირებისა და ანალიზისთვის, სწრაფი და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.  ფაქტიურად, ArcInfo წარმოადგენს გის პროგრამული უზრუნველყოფის სტანდარტს.

ArcInfo-ს შესაძლებლობები მოიცავს:

გის მონაცემთა მაღალი დონის ანალიზისა და მოდელირების ინსტრუმენტებს
გადაფარვის, სიახლოვისა და ზედაპირის ანალიზისა და რასტრული ფაილების დამუშავებისა და გარდაქმნისათვის სპეციალურად შექმნილი დახვეწილი ინსტრუმენტებს
მონაცემების სხვადასხვა ფორმატში შექმნისა და გადაყვანის ინსტუმენტებ
პერსონალურ მონაცემთა ბაზებისა და მრავალმომხმარებლიანი სერვერული მონაცემთა ბაზების და ობიექტთა ნაკრებების შექმნისა და მართვის შესაძლებლობებს
ფართო ფუნქციონალობის დახვეწილ კარტოგრაფიული ინსტრუმენტებს პროფესიონალური დონის რუკების შესაქმნელად
სპეციფიური სიმბოლოებისა და რთული შედგენილობის ანოტაციებისა და წარწერების შექმნისა და რუკაზე განთავსების ინსტრუმენტებს

 

ArcEditor

ArcEditor წარმოადგენს ძლიერ სამაგიდო სისტემას გეოგრაფიული მონაცემების რედაქტირებისა და მართვისათვის. ArcView-ს fუნქციებთან ერთად, ის მოიცავს რედაქტირების სპეციფიურ ინსტრუმენტებს უფრო მაღალი ხარისხის მონაცემების მისაღებად. ArcEditor-ის საშუალებით შესაძლებელია მონაცემების როგორც ინდივიდუალური, ისე მრავალმომხმარებლიანი რედაქტირება, და ასევე კავშირის გაწყვეტა/აღდგენა სერვერულ მონაცემთა ბაზასთან და ველზე რედაქტირება.

ArcEditor-ის გამოყენებით შესაძლებელია:

ერთდროულად რამდენიმე მომხმარებლის მიერ პროგრამაში მუშაობა და მონაცემების რედაქტირება
ობიექტებს შორის სივრცითი ურთიერთკავშირების შექმნა და უზრუნველყოფა ტოპოლოგიისა და შემოწმების ინსტრუმენტების გამოყენები
ერთდროულად რამდენიმე სამუშაო პროცესის წარმართვა და ადმინისტრირება, და მონაცემთა ხარისხის შემოწმების პროცედურების გამოყენება
მონაცემთა ბაზების მონიტორინგი დროში და შესაძლო განვითარების სცენარების შეფასება
რასტრული მონაცემების გარდაქმნა ვექტორულ მონაცემებში და დასკანერებული რუკების საფუძველზე მონაცემების შექმნა

 

ArcView

ArcView წარმოადგენს გის პროგრამულ უზრუნველყოფას გეოგრაფიული მონაცემების ვიზუალიზაციის, მართვის, შექმნისა და ანალიზისათვის.

ArcView-ს გამოყენებით  შესაძლებელია:

მონაცემების გეოგრაფიული კონტექსტის ერთიანი აღქმა, სივრცითი კავშირების დადგენა და შაბლონების იდენტიფიცირება
რუკის შაბლონების შექმნა დროის დაზოგვისა და რუკების ერთიანი, სპეციფიური სტილის ჩამოყალიბების მიზნით
სამუშაო პროცესების მოდელების აგება და სკრიპტების შექმნა მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის პროცესების ავტომატიზირების მიზნით
70 სხვადასხვა ტიპისა და ფორმატის მონაცემების წაკითხვა, იმპორტი და მართვა, დემოგრაფიული და ინფრასტრუქტურული მონაცემების, აუტოკადის ნახაზების,      კოსმოსური     სურათების და აეროგადაღებების, ვებ სერვისების, მულტიმედია და მეტამონაცემების ჩათვლით
დინამიური და სტატიკური გის მონაცემების გამოქვეყნება, დაბეჭდვა, გავრცელება და ურთიერთგაცვლა
ძიების, იდენტიფიცირებისა, გაზომვისა და ჰიპერლინკის ინსტრუმენტების გამოყენება იმ ინფორმაციის აღმოსაჩენად, რომლის დანახვა შეუძლებელი იქნებოდა უბრალო სტატიკურ ქაღალდის რუკაზე

 

უკან დაბრუნება