მთავარი
კომპანიასამუშაო სფერო
სამუშაო სფერო

თავისი მოღვაწეობის მოკლე პერიოდში "გეოგრაფიკმა" დიდი რაოდენობის სივრცითი მონაცემების შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და ამ მონაცემების სრულიად ახალ ინფორმაციად გარდაქმნის მდიდარი გამოცდილება შეიძინა.

ამ წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაგროვილი კვალიფიკაცია მიმართულია:

 სივრცითი ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებაზე
 ინტეგრირებული აერო ფოტოებისა და სატელიტური სურათების დამუშავებზე
 ტოპოგეოდეზიური და საკადასტრო სამუშაოებზე
 ფოტოგრამეტრიასა და ორთოფოტების წარმოებაზე
 ESRI-ის პროგრამების დისტრიბუცია, სწავლებასა და სერტიფიცირებაზე
 მომხმარებელზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებაზე
 სექტორული გეოინფრომაციული სისტემების შექმნაზე
 მაღალი ხარისხის კარტოგრაფიული პროდუქციაზე
გარემოს შესწავლასა და ანალიზზე
გეომონიტორინგზე
 ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე


"გეოგრაფიკის" მიერ შექმნილი პროდუქცია მოიცავს:

 გეორეფერენსირებულ რასტრულ ტოპოგრაფიულ რუკებს
 ვექტორულ მონაცემთა ბაზას
 საქართველოს საკრებულოების, სოფლების, დიდი ქალაქებისა და რეგიონული ცენტრების ადმინისტრაციულ და დემოგრაფიულ მონაცემთა ბაზებს
 ვექტორულ თემატურ რუკებს
 ორთოფოტოებს

"გეოგრაფიკი" სათაო ოფისით თბილისში მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს:

სივრცითი ანალიზის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა;
საპილოტო და გენერალური პროექტების ტექნიკური პირობების შერჩევა;
სექტორული და კორპორატიული სისტემების დანერგვა;
სპეციალურ კონსულტაცa დაკავშირებული ESRI-ის პროგრამებთან, გეოინფრომაციულ სისტემებსა და დისტანციურ ზონდირებასთან.

გეოგრაფიკის მოღვაწეობა ეფუძნება ხარისხის მართვის სიტემას საერთაშორისო სტანდარტის, ISO 9000, 9001 და 19011 ხარისხის კონტროლის სიტემების თანახმად.